„ჩვენ გვეყოლება დღეიდან ორი ვიცე-პრემიერი - დავით ზალკალიანი და ივანე მაჭავარიანი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
დავით ზალკალიანს ვიცე-პრემიერის პოსტი გიორგი გახარიას პრემიერობის დროსაც ეკავა, ივანე მაჭავარიანმა კი შეცვალა მაია ცქიტიშვილი, რომელმაც გახარიას გადადგომის შემდეგ რეგიონაული განვითარებისა და ინსფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა.