ამასთან, იოსელიანი აღნიშნავს, რომ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, რამაც პროცესები კიდევ უფრო ჩიხში შეიყვანა და „რადიკალიზაციის ფონი“ კიდევ გაზარდა.
„ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი დაპირისპირებით და განუწყვეტელი აქციებით. NDI-ის ბოლო კვლევაში მოქალაქეების 80 პროცენტი ამბობს, რომ პროცესმა უნდა გადაინაცვლოს პარლამენტში. ამიტომ მოლაპარაკებას არ აქვს ალტერნატივა. საბოლოო ჯამში, ეს პროცესი რომ უნდა დასრულდეს ნიკა მელიას გათავისუფლებით და მოლაპარაკებით, ეჭვი არ მეპარება და ამაში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებას და პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამ აქციებში ჩვენ არ ვმონაწილეობთ, თუმცა, მათი მოთხოვნები არის ლეგიტიმური და ერთ- ერთი მოთხოვნა, რაც არის ვადამდელი არჩევნები, ამის მიმართ სოლიდარულები ვართ“, – განაცხადა იოსელიანმა.
ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები თბილისში მასშტაბურ აქცია-მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეები 13:00 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, საიდანაც „მსვლელობას თავისუფლებისთვის“ დაიწყო და საქართველოს პარლამენტისკენ გაემართნენ. პარლამენტის შენობის წინ მოქალაქეებს სიტყვით პოლიტიკოსებმა მიმართეს. ხატია დეკანოიძემ ნიკა მელიას წერილიც წაიკითხა. ამის შემდეგ აქციამ მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა.
აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. ოპოზიცია ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას.
ამ თემაზე:
ოპოზიცია 2 მარტს პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს და აქციებს აანონსებს