weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქართველმა მესაზღვრეებმა რუსი პოლიტიკოსი საქართველოში არ შემოუშვეს

23:53 პარასკევი, 18 აგვისტო 2017

ასტრახანის ოლქის დუმის თავმჯდომარეს, იგორ მარტინოვს ქართველმა მესაზღვრეებმა საქართველო-სომხეთის საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს. მარტინოვის საზღვრიდან გაბრუნების მიზეზი, სავარაუდოდ, მის მიერ ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევა გახდა.

რუსი პოლიტიკოსი სომხეთში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა, სადაც საქართველოდან გადავიდა. "სადახლოს" სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით საქართველოში დაბრუნება კი ვეღარ შეძლო.

"ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში შესვლაზე უარი მიზეზის განმარტების გარეშე გვითხრეს. ჩვენი ოჯახი საზღვარზე ორ საათზე მეტი ჰყავდათ გაჩერებული. ავტომობილის ერევანში დატოვება და რუსეთში თვითმფრინავით დაბრუნება მოგვიხდა", - წერს მარტინოვი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

რუსული მედიის ცნობით, იგორ მარტინოვისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის მიზეზი შესაძლოა გახდა ის ფაქტი, რომ რამდენიმე წლის წინ მარტინოვი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სამახსოვრო მედლითაც კი დააჯილდოვეს.

ცხინვალში ვიზიტით მან საქართველოს კანონმდებლობა დაარღვია. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა დასაშვებია მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან, ხოლო ცხინვალის რეგიონში გორის მუნიციპალიტეტიდან. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. 

რუსულ მედიას დუმის თავმჯდომარის პრესსამსახურში განუმარტეს, რომ თავდაპირველად საქართველოში შესვლის დროს იგორ მარტინოვს არანაირი პრობლემა არ შექმნია და მან თბილისში რამდენიმე დღეც გაატარა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]