weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2021

„ლელო“ ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას ითხოვს

11:40 კვირა, 28 თებერვალი 2021 hits 545

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ რიონის ხეობაში ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტს სოლიდარობას უცხადებს და ხელისუფლებისგან სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას მოითხოვს.

პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ლელო“ იყო და არის საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერების მხარდამჭერი, რისთვისაც ჰიდრორესურსების გონივრული გამოყენებაა აუცილებელი, თუმცა, პარტია ემხობა მხოლოდ ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელიც მინიმალურ ზიანს მიაყენებს ბუნებასა და ადგილობრივ მოსახლეობას.

„სამწუხაროდ, ნამახვანის ჰესის კასკადის არსებული პროექტი არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ის არის გამართული და არ წარმოშობს საფრთხეს როგორც ბუნებისთვის, ისე მოსახლეობისთვის, რაც ეფუძნება ნეიტრალური ექსპერტების შეფასებებს. განსაკუთრებით საგულისხმოა მეწყრებისა და მიწის ეროზიის ზრდის რისკები. არსებობს მოსაზრებაც, რომ პროექტი არსებული სახით მნიშვნელოვნად შეცვლის მიკრო-კლიმატს და დააზიანებს უნიკალური ტვიშის ვენახებს, რაც გარდა თავისი უნიკალურობისა, ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყაროა.

აქედან გამომდინარე, „ლელო“ ხელისუფლებისგან მოითხოვს შეჩერდეს სამშენებლო სამუშაოები მანამ, სანამ ყველა ეს საკითხი არ იქნება განხილული ექსპერტებისა და მოსახლეობის ჩართულობით და არ იქნება მიღწეული კონსენსუსი“, – აცხადებს პარტია.

„ლელო“ მიიჩნევს, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი საერთაშორისო, ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ უნდა მოამზადოს, რომელიც მოახდენს ყველა შესაძლო რისკის იდენტიფიცირებას.

„მნიშვნელოვანია, ინვესტორმა მოსახლეობას შესთავაზოს არა მხოლოდ ერთჯერად კომპენსაციები, არამედ დაარწმუნოს იმაში, რომ გაუმჯობესდება მათი სოციალური მდგომარება. ჩვენი ინიციატივით, ახალი ჰიდროელექტროსადგურების თანამესაკუთრეები ადგილობრივი მაცხოვრებლებიც უნდა გახდნენ და მიიღონ გრძელვადიანი ეკონომიკური სარგებელი, პირადი ქონების დათმობის სანაცვლოდ“, – აცხადებს პარტია „ლელო“.

დღეს, 13:00 საათზე, ქუთაისის ცენტრში „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეთა მოთხოვნებია: გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის N 2405 განკარგულება, რომლითაც ასობით ჰექტარი მიწა შპს „ენკა რინიუებლზს“ გადაეცა აღნაგობის უფლებითა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით; მოგლეჯილი ჯვარი დაუბრუნდეს თავის ადგილს; გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და მასზე დაფუძნებული ყველა სხვა დოკუმენტი; კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]