weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ხელები შორს ქართული ბუნებისგან“ – სააკაშვილი „ნამახვანჰესზე“

15:12 კვირა, 28 თებერვალი 2021

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რიონის ხეობაში ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეხმაურა და მის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხდა.

ვიდეომიმართვაში სააკაშვილი ამბობს, რომ დღეს საქართველოსთვის ბუნების გადარჩენა, ადამიანის საცხოვრებელი კლიმატის გაუმჯობესება, ტურიზმის განვითარება ბევრად პრიორიტეტულია, ვიდრე ნებისმიერი მეზობელი ქვეყნისთვის იაფი ენერგიის მიმწოდებლად გადაქცევა.

„რატომ? მაგალითად, თავის დროზე მარტვილის კანიონზე იყო ჰიდროელექტროსადგური. როდესაც ჩავედი, ვნახე ამხელა ტურისტული პოტენციალი, დავაცლევინე ჰიდროელექტროსადგური, გავაუქმებინე, მოვაშორებინე და კოვიდამდე იქ ჩადიოდა 350 000-მდე ტურისტი წელიწადში. ბევრად მეტი შემოსავალი აქვს ხალხს, ბევრად მეტი ადამიანია დასაქმებული, ვიდრე ჰესი დაასაქმებდა.

ულამაზესია ჩვენი ბუნება, არ შეიძლება მისი ხელის ხლება. ეს არის იმხელა საგანძური, რომ უბრალოდ უნდა გესმოდეთ, არსებობს ენერგიის წარმოების ბევრი სხვა საშუალება, ქარის ტურბინები, მზის ენერგია, უამრავი სხვა რაღაც.

ხელები შორს ქართული ბუნებისგან! საქართველოს სჭირდება კონკრეტული, გრძელვადიანი, სწორი განვითარება, რათა ხალხისგან არ დაცალოს.

რაც შეეხება „ნამახვანს“, ვიცით, რომელი კაცის ინტერესია ჩადებული, არცერთი ჰესი არ შენდება საქართველოში ივანიშვილის ინტერესის გარეშე. დარწმუნებული ვარ, საბოლო ჯამში ხალხი გაიმარჯვებს ამ და ყველა სხვა საკითხში, ხალხის ენერგიას წინ ვერაფერი აღუდგება“, – ამბობს სააკაშვილი ვიდეო მიმართვაში.

დღეს, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით მასშტაბური აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაითვალისწინოს მათი მოთხოვნა და ჰესის მშენებელ კომპანიას ხეობა დაატოვებინოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]