weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

მელია უცხოელებისთვის ვერც განდი გახდა, ვერც მანდელა და სერვანტესი – მეუფე იაკობი

15:57 კვირა, 28 თებერვალი 2021

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მისი აზრით, პროკურატურას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმეზე პარლამენტისთვის არ უნდა მიემართა და არც პარლამენტს უნდა დაეჭირა მხარი მისი დაპატიმრებისთვის.

სასულიერო პირის თქმით, ოპოზიცია ფიქრობდა, რომ რაც უფრო მეტ შეცდომას დაუშვებდა ხელისუფლება, უცხოეთში დასაყრდენს იპოვიდა.

„დაიჭირეს მელია და წამოვიდა ამერიკიდან და ევროპიდან სრულიად სამართლიანი საყვედურები, მძიმე განცხადებები.

პროკურატურამ ახლა თქვა (ეს ჩემთვის ცოტა გაურკვეველი იყო) თუ გირაოს გადაიხდის, გავუშვებთო. ამას ხომ მსოფლიო უყურებს? თუ არ გადაიხდის როგორ შეხედავენ, რა... ლიდერად შეხედავენ? ხომ არ შეხედავენ ლიდერად. ასე რომ, ნიკას დაჭერით თუ მანამდე აგორდა რაღაც, როგორც სიტუაციამ გვიჩვენა, უცხოელებისთვის ვერც განდი გახდა, ვერც ნელსონ მანდელა და მით უმეტეს, ვერც სერვანტესი.

თუ გირაოს არ გადაიხდის მელია, უცხოეთისთვის აღარ იქნება გონიერი პოლიტიკოსი. ვიცი, როგორ უყურებს ამერიკა და ევროპა. თუ გამოვიდა, თვითონ ის ლიდერები დაასამარებენ მელიას.

ვფიქრობ, ჯობია, კიდევ ერთხელ ვთავაზობ (შენდობას ვითხოვ, ასეთ ცუდ შედარებას ვიტყვი), არავინ უნდა გაიფხოროს, მოვიდნენ და დავილაპარაკოთ და დიდი შერიგება მოხდეს. ისე არაფერი გამოვა. მასშტაბურ აქციებზე ვერ გადავა საქმე, იმიტომ, რომ ხალხის განწყობა ვიცი“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ეპისკოპოსის აზრით, ნიკა მელია „გულანთებული კაცი იყო და თავისებმა საქმეს შეწირეს“.

„თუ ოპოზიციას უცხოეთთან დალაპარაკება უნდა, თუ გირაოს არ გადაიხდის, ხომ ეტყვიან პარლამენტში არ შეხვედი არ შეხვედი... სასამართლომ მეც მომისაჯა 1 ლარი. გამოვედი და გავაპროტესტე? ისე ვერ ვნახავდი და ისე ვერ შევუტევდი? მე ვფიქრობ, რომ სასამართლოს მასე არ უნდა მოექცე“, – განაცხადა ეპისკოპოსმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ოპოზიციას დასაყრდენი არ აქვს, ისევე როგორც, ხელისუფლებას: „კიდევ კარგი, ეკლესიას ძალა გვაქვს და არ ვაჩხუბებთ. არ ვაჩხუბებთ, რაც არ უნდა მოინდომონ. შეგვიძლია შუაში ჩავდგეთ. გავიაროთ რუსთაველზე – თბილისელები არიან თუ კონკრეტული რაიონებიდან ჩამოყვანილები? ხომ ვიცით, როგორც ჩამოყავთ ხალხი? რომ ვთქვა – ფულს უხდიან ამდენს და ამდენს-თქო, დაიწყებენ „არა, არ ვაკეთებთო“. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]