weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

შარლ მიშელის ვიზიტი ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის – ზურაბიშვილი

11:16 ორშაბათი, 01 მარტი 2021

„პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოში ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის და როგორც არასდროს, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავისი ევროპული გზა, დემორკატიული გზა გააგრძელოს და ამ გზაზე არაფერმა შეუშალოს ხელი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ.

ზურაბიშვილის თქმით, რეგიონში შეცვლილი ვითარების გამო, საჭიროა საქართველო, როგორც სტაბილურობისა და დემოკრატიის კუნძული, გაძლიერდეს და გამყარდეს.

„ევროკავშირს ჩვენგან სჭირდება მეტი სტაბილურობა, მეტი დემოკრატია და მეტი ეკონომიკური განვითარება. ამ კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ევროკავშირთან ერთად პოსტკრიზისულ გეგმაზე ერთად ვიმუშაოთ.

ჩვენ ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ პოლიტიკურ ვითარებაზე და შევთანხმდით, რომ ამ ქვეყანას, როგორც არასოდეს, სჭირდება სწორედ შიდა სტაბილურობა, შერიგება, დიალოგი. ეს არის ჩვენი ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ყველა ის დივიდენდები, რაც მოდის ევროკავშირის გზაზე.

ჩვენ უნდა შევძლოთ და უნდა დროზე მივხვდეთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ხელშია, ჩვენს საზოგადოებას ეს უნდა და სხვა არაფერი. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველა მხრიდან იმას ნიშნავს, რომ რაც არის საზოგადოების მოთხოვნა, შეასრულოს და იმ გზაზე წაიყვანოს საქართველო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო. ჩვენი ურთიერთობა არის მყარი და მუდმივი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე.

საქართველოში ვიზიტით მყოფმა შარლ მიშელმა პირველი შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან გამართა. დღის განმავლობაში დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთანაც მივა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]