„მინდა, გამოვეხმაურო შარლ მიშელის მიერ გაჟღერებულ ბრწყინვალე ინიციატივას, რომელიც შეეხება შესაძლო შეხვედრას ჩემსა და ოპოზიციას შორის. მინდა, დავადასტურო საჯაროდ – მე ვარ მზად, ამ შეხვედრას დავესწრო და მივიღო შეხვედრაში მონაწილეობა.
მინდა, მზადყოფნა დავადასტურო ჩვენი გუნდის სახელით, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული დეესკალაციისთვის და რეალური, კონსტრუქციული დიალოგისთვის.
დღევანდელი დღე კარგი შესაძლებლობაა, რომ ეს ინიციატივა, რაც პრეზიდენტმა გააჟღერა სწორად გამოვიყენოთ და მხარეები დიალოგის მაგიდასთან დავსხდეთ. დიალოგზე უარი არასდროს მითქვამს. დიალოგი უნდა იყო მხოლოდ ერთი საერთო მიზნისთვის, რომ ჩვენ გამოვნახოთ ისეთი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას გააერთიანებს. ჩვენ ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დავიწყოთ საუბარი და დიალოგი. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს კონსტრუქციული დიალოგი არ შედგება. მზად ვართ, კონსტრუქციული დიალოგი დაიწყოს მხარეებს შორის“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ვროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დღეს საღამოს შესაძლოა შედგეს შეხვედრა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. მისი თქმით, ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადასვლის დრო დადგა.
მე ძალიან მაწუხებს ის გაღრმავებული პოლიტიკური კრიზისი, რომელიც საქართველოში არსებობს. საქართველომ წლების განმავლობაში მოიპოვა დემოკრატია და აქვს მიღწევები. თქვენი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, თქვენი კოლეგების ძალისხმევით და ოპოზიციის ლიდერების ძალისხმევითაც უნდა გამოსწორდეს პოლარიზაცია და კრიზისი უნდა დასრულდეს. ნებისმიერი ქვეყნის მთავრობამ უნდა გამოიჩინოს ლიდერული თვისებები, ასევე გაუსწოროს თვალი გამოწვევებს და საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედოს. ყველა მხარეს მოვუწოდებ, მოხდეს დეესკალაცია და გაერთიანდნენ ძალები, რათა შედგეს პოლიტიკური დიალოგი. მე ყველას ვიწვევ, რომ დღეს საღამოს შევხვდეთ. დადგა იმის დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე. პოლიტიკური დიალოგის დროა“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში გუშინ საღამოს ჩამოვიდა, დღეს კი ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. შარლ მიშელი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებსაც შეხვდა.