weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველომ COVAX პლატფორმას უჩივლოს

21:10 ორშაბათი, 01 მარტი 2021

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველომ „კოვაქსის“ (COVAX) პლატფორმას უჩივლოს. ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპზე ქართული მხარე განმარტებების მოლოდინშია.

საქმე ეხება საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის შემოსვლის დაგვიანებასთან დაკავშირებით „ქოვაქსის“ პლატფორმიდან მიღებულ განმარტებას, რომელიც სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ დღეს გაავრცელა.

„ამ სტატიის საპასუხოდ ჯანდაცვის სამინისტრომ დღესვე მიმართა „კოვაქს“ პლატფორმას და ჩვენ მოვთხოვეთ მას პასუხი, რატომ გაეცა „ინტერპრესნიუსს“ მსგავსი პასუხი. ვინაიდან, ყველა იმ არსებულ კომუნიკაციაში, რომელიც ჩვენ დავიწყეთ „კოვაქს“ პლატფორმასთან 18 სექტემბრის შემდეგ, მსგავსი გადაცდომა მათი მხრიდან წერილობით, რომ ჩვენ რაიმე სახის შეცდომა დავუშვით ან დროული პასუხი არ გავეცით, კომუნიკაციის წერილებში მსგავსი პასუხი არასდროს მოსულა.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ „კოვაქს“ პლატფორმა ერთხელ უკვე მოხდა მსგავს გაუგებრობაში, კერძოდ ბოსნიასთან მიმართებაში, რის გამოც ბოსნიამ „კოვაქსს“ პლატფორმას უჩივლა.

ამ ეტაპზე, ველოდებით ჯერ მათგან განმარტებებს, რომ მათ უარყონ ეს ბრალდება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე, ვინაიდან, მსგავსი ნამდვილად არ ყოფილა და ამის შემდეგ განვაგრძობთ საჭირო კომუნიკაციას“, – განაცხადა ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ საქართველომაც უჩივლოს „კოვაქს“ პლატფორმას არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის, ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ამასაც არ გამორიცხავს.

„გამომდინარე იქიდან, რომ აქ საუბარია რეპუტაციულ რისკებზე, ჩივილსაც არ გამოვრიცხავ. ვინაიდან, ეს ყველაფერი, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური მდგომარეობიდან  გამომდინარე, ოპოზიციური ოპონენტების მხრიდან გამოყენებულია იმის ესკალაციისთვის, რომ საქართველოში მოხდეს პოლიტიკური დიდი დაძაბულობა და პოლარიზაცია. ამას ჯანდაცვის სამინისტრო ნამდვილად არ დაუშვებს. ჩვენ არ გავხდებით იმის მიზეზები, რომ ოპონენტებმა ისარგებლონ იმით, რაც არის ჩვეულებრივი ბრალდება“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]