weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2021

ამ კრიტიკას ნამდვილად არ მივიღებ – ჯანდაცვის მინისტრი ნიკოლოზ გამყრელიძის განცხადებაზე

22:51 ორშაბათი, 01 მარტი 2021 hits 305

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ის არ იღებს იმ კრიტიკას, რომელიც მთავრობის მისამართით, ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა ნიკოლოზ გამყრელიძემ გამოთქვა.

„ამ კრიტიკას ნამდვილად არ ვიღებ, ამ ქვეყანას ჰყავს პრემიერი, ჰყავს არაერთი მინისტრი, ჩვენ ვმუშაობთ საბჭოს ფორმატში, ვიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებებს და იმ საკითხსაც უნდა იყოს მინისტრი ქვეყანაში ამ გლობალური პანდემიის დროს, თუ რომელიმე ქვეყანაში კარავში ელოდებოდეს ვაქცინას მისცემენ თუ არა, ამას ჩვენ თვითონ როგორმე გადავწყვეტთ მთავრობაში ერთობლივად“, – განაცხადა ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ყველა საუბრობს იმაზე, თუ როგორ ვერ შეასრულა მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ დადებული პირობები, თუმცა „მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ საქმე გვაქვს გლობალურ პრობლემებთან და ეს მხოლოდ საქართველოს მხრიდან გადასაჭრელი პრობლემები არ არის“.

„სამწუხაროდ, „კოვაქს პლატფორმამ“ ასევე ვერ მიიღო თავისი მომწოდებლებისგან დაპირებული მილიონ 200 ათასი ვაქცინა, რომელიც შემდეგ უნდა გადაენაწილებინა ქვეყნებისთვის. მათ მიიღეს მხოლოდ 300 000 დოზა და გააჩნიათ გარკვეული შეფერხებები მოწოდებაში. ეს შეფერხებები ასევე განპირობებულია გვერდითი მოლაპარაკებებით.

ყველაზე ცუდი მაგალითი არის ისრაელის მაგალითი, რადგან ისრაელი არის ერთ-ერთი მთავარი ქვეყანა, რომელმაც დააფინანსა „ფაზერის“ წარმოება და რეალურად, ჩართული იყო ამ ვაქცინის წარმოებაში. ამის მთავარი სპონსორია.

აქედან გამომდინარე, ისრაელის მაგალითის საქართველოს მაგალითად მოყვანა და ვის ვესაუბრებოდით და ვის არა – ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წამგებიანი მაგალითი სწორედ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ხშირად მაგალითად მოჰყავთ ისრაელი და ის მინისტრები, რომლებიც, თურმე, ისრაელში ისხდნენ, კარვები ჰქონდათ გაშლილი და ამით მიაღწიეს იმას, რომ დღესდღეობით ამ ქვეყნებს ვაქცინა აქვთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთანაც აწარმოებს.

„კოვაქსის“ მიღმა, სადაც ჩვენ დაჯავშნილ გვაქვს ჩვენი მოსახლეობის 20%-ის ვაქცინაციის დოზები, დამატებით გვაქვს მოლაპარაკებები და ეს უკვე საკმაოდ წინ წასული მოლაპარაკებებია ისეთ ვაქცინებზე, რომლებიც დღეს აკრედიტირებული და აღიარებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ; ასევე ისეთ ვაქცინებზე, რომელთაც დღესდღეობით მხოლოდ FDI-ის აკრედიტაცია აქვთ.

ამ პლატფორმებზე ჩვენ დაჯავშნილი გვაქვს 150 000 დოზა, 100 000 ათასი დოზა, 500 000 დოზა და მილიონი დოზა ჩვენი მოსახლეობისთვის.

ჩვენ ნამდვილად არ ვიმართლებთ თავს, მაგრამ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას და როდესაც მე ხშირად მახსენებენ, რომ, თურმე, ექიმები გვყავს აუცრელი, ძალიან მინდა გაითვალისწინოთ, რომ პირველ რიგში ჯანდაცვის მინისტრი განიცდის მისი ექიმების კეთილდღეობას და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა ჩემი პასუხისმგებლობაა. ამ პასუხისმგებლობას მე ძალიან კარგად ვგრძნობ, ვაცნობიერებ და არ გავურბივარ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ნიკოლოზ გამყრელიძემ, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილია, განაცხადა, რომ საქართველოში ვაქცინის ჩამოტანისთვის მხოლოდ ელჩების ჩართულობა საკმარისი არ არის და პროცესში მონაწილეობა მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა უნდა მიიღონ. ნიკოლოზ გამყრელიძემ ისრაელის მაგალითი მოიყვანა და თქვა, რომ ამ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი „ფაიზერის“ ოფისში იქამდე იჯდა, ვიდრე ვაქცინები არ გამოიტანა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]