weather cur horoscope tv
აპრილი 17, 2021

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევთანხმდით განსახილველი საკითხების ჩარჩოზე – ბაქრაძე

23:48 ორშაბათი, 01 მარტი 2021 hits 165

პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით, შეხვედრაზე, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით შედგა, ხელისუფლება და პოზიცია მოლაპარაკებების 6 საკითხზე შეთანხმდა. ამ საკითხებს შორის ნიკა მელიას გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაც არის.

„ცალსახად კარგია, რომ გაჩნდა სივრცე შეხვედრისთვის, დიალოგისთვის და ურთიერთობისთვის. ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ ამ დიალოგში მაგიდაზე დევს ყველა საკითხი, მათ შორის, პატიმრების გათავისუფლება, რიგგარეშე არჩევნები, საარჩევნო რეფორმა, სასამართლოს რეფორმა და ყველა ის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ნორმალიზებისთვის.

მოლოდინი არ უნდა გვქონოდა, რომ ერთ შეხვედრაზე შედგებოდა რამეზე შეთანხმება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევთანხმდით განსახილველი საკითხების ჩარჩოზე“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ შეხვედრის შემდეგ.

პირველ მარტს, საღამოს, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში, შარლ მიშელის ინიციატივითა და ორგანიზებით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრაში ოპოზიციური პარტიებს ლიდერები, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდნენ.

ღარიბაშვილის თქმით, შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა და „ქართული ოცნება“ ადასტურებს მზაობას დიალოგის გაგრძელებისთვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]