weather cur horoscope tv
აპრილი 17, 2021

შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება – ღარიბაშვილი

00:28 სამშაბათი, 02 მარტი 2021 hits 140

ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება გააკეთა. მისი თქმით, შეხვედრა კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართა და დიალოგი გაგრძელდება.

„დღეს ჩვენ გავმართეთ დიალოგი, ვიმსჯელეთ მთელ რიგ საკითხებზე, იმ განსხვავებებზე, რომელიც გვაქვს მმართველ პარტიას, ხელისუფლებას და ოპოზიციას. ბუნებრივია, გვაქვს პრინციპული პოზიციები გარკვეულ საკითხებზე, რომელზეც გაგვაჩნია ჩვენი არგუმენტირებული მოსაზრება, ასევე მოვისმინეთ თითოეული წარმომადგენლის, მონაწილის მიერ დასმული კითხვები და, რა თქმა უნდა, გავეცი პასუხი.

შევთანხმდით იმაზე, რომ დიალოგი გაგრძელდება. მე მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და ჩამოვყალიბდებით შემდეგ ნაბიჯებზე“, – თქვა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, რომლის ინიციატივითაც შეხვედრა შედგა, მხარეებს მოუწოდა საერთო ენა რაც შეიძლება მალე იპოვონ.

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მოწოდება, რეკომენდაცია, რჩევა იყო, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ჩვენ ყველამ ერთად – ოპოზიციამ, პოზიციამ, ხელისუფლებამ გამოვნახოთ საერთო ენა, რომელიც საუკეთესოდ ემსახურება ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესს.

კიდევ ერთხელ განვაცხადე, რომ ჩვენ უნდა გამოვნახოთ შესაძლებლობა, ისეთი ეროვნული, საერთო იდეა, რომელიც გაგვაერთიანებს ხალხს, ერს. ეს არის ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება, საერთო ეროვნული კონსენსუსი, საერთო ეროვნული თანხმობა რეალურ კონკრეტულ საკითხებზე და არა იმ განსხვავებებზე, რომელიც შესაძლოა, გვქონდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.

„ყველაზე მთავარი, რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს არის ოკუპაცია, სიღარიბე, ეკონომიკური სიდუხჭირე, კოვიდ-პანდემია. სწორედ ამ საკითხებზეა ახლა საჭირო კონცენტრაცია და გაერთიანება. დიდი იმედი მაქვს, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას და ჩვენ ჩვენი მხრივ ასევე ვადასტურებთ სრულ მზაობას, რომ გავაგრძელოთ დიალოგი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]