weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობა დატოვა

19:43 სამშაბათი, 02 მარტი 2021

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც სუს-ში განაცხადეს, ხოჯევანიშვილი სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა.

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შემდეგ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსიც იყო. გახარია თანამდებობიდან 18 თებერვალს გადადგა.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ 2019 წლის 19 იანვარს დაინიშნა. მანამდე, 2017 წლის ნოემბრიდან ის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობას იკავებდა, 2015-2017 წლებში კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]