weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი დაარბიეს

22:27 სამშაბათი, 02 მარტი 2021

2 მარტს, საღამოს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის ორგანიზაციის ოფისი დააზიანეს. დარბევის ამსახველი ვიდეომასალიდან, რომელიც სამეთვალყურეო კამერამ გადაიღო, ჩანს, რომ ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე ოფისს ოთხი ადამიანი აზიანებს. ისინი კარისა და ფანჯრების შუშებს ქვებით ამსხვრევენ.

პარტიის წარმომადგენლის ბადრი ბასიშვილის განცხადებით, 2012 წლიდან, მას შემდეგ რაც ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა, ენმ-ს გორის ოფისი მეექვსედ დააზიანეს.

„სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ აქტივისტები იყვნენ. 2012 წლიდან უკვე მეექვსედ დააზიანეს ჩვენი ოფისი, მათ შორის ღარიბაშვილის პრემიერობისას ყველაზე ხშირად გვარბევდნენ. რამდენიმე დღეა ისევ ღარიბაშვილი დაინიშნა პრემიერად და ასეთი პროცესების გაგრძელებას უნდა ველოდოთ“, - აღნიშნა ბასიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციამ სამი პირი უკვე დააკავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]