„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები დააზიანეს. სამართალდამცველებმა გ.კ. და გ.ბ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს“, – აცხადებს შსს.
ოფისის დაზიანების ამსახველი კადრები, რომელიც სათვალთვალო ვიდეოკამერამ გადაიღო, პარტიის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ბადრი ბასიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მისი თქმით, დანაშაულში „ქართული ოცნების“ აქტივისტები მონაწილეობდნენ.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 100-დან 180 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.