weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ქართული ოცნების“ ინტერესებში არ არის რომელიმე პარტიის ოფისის დარბევა – ქადაგიშვილი

15:21 ოთხშაბათი, 03 მარტი 2021

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დარბევას მის პარტიასთან კავშირი არ აქვს. მისი თქმით, მსგავსი რამ არ შეიძლება მმართველი გუნდის ინტერესებში იყოს.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ოფისზე რაიმე სახის თავდასხმა აბსოლუტურად მიუღებელია.

„როცა ეს ფაქტი მოხდა, პოლიციამ შესაბამისი ღონისძიებები გაატარა. თავდამსხმელები დაკავებულნი არიან, გამოძიება მიმდინარეობს და დამნაშავეები დაისჯებიან. „ქართული ოცნების“, მმართველი პარტიის და სახელმწიფოს ინტერესებში არანაირად არ არის რომელიმე პარტიის ოფისის დარბევა, ეს ხომ კონტრპროდუქტიულია მმართველი პარტიისთვის და ე.წ. რადიკალური ოპოზიციისთვის სპეკულაციის საგანი ხდება. ამიტომ მოდით რა, ნუ ვეძებთ შავ კატას შავ და ბნელ ოთახში, არავითარი კავშირი ამას მმართველ პარტიასთან, პრემიერ- მინისტრთან და ა.შ. არ შეიძლება ჰქონდეს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან.

გორში გუშინ, საღამოს საათებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ოფისს თავს დაესხნენ და ფანჯრები ჩაამსხვრიეს. როგორც პარტიის ადგილობრივმა ლიდერმა, ბადრი ბასიშვილმა განაცხადა, დანაშაული „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა ჩაიდინეს.

პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ბრალდებულის სახით დაკავებულია ოთხი მამაკაცი: 1994 წელს დაბადებული გ.კ. და თ.მ. და 1996 წელს დაბადებული გ.ბ. და თ.ა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]