weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პრემიერმა მინისტრებს ნამოხვანში ჩასვლა და მოსახლეობასთან შეხვედრა დაავალა

11:35 ხუთშაბათი, 04 მარტი 2021

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას და გარემოს დაცვის მინისტრ ლევან დავითაშვილს სოფელ ნამოხვანში ჩასვლა დაავალა. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აუცილებელია, ნამახვანჰესთან დაკავშირებით მოსახლეობის კითხვებს მინისტრებმაც უპასუხონ.

„მინდა გამოვეხმაურო ნამახვანჰესთან დაკავშირებით მოსახლეობის მიერ გამოთქმულ წუხილს. კითხვები ბუნებრივია არსებობს და ამ კითხვებს უნდა გაეცეს დასაბუთებული, პროფესიონალური, კვალიფიციური პასუხი. ვფიქრობ, რომ აუცილებელია მოსახლეობაში არსებულ ამ კითხვებს უშუალოდ მინისტრების მხრიდანაც გაეცეს პასუხი, ამიტომ

მე მინდა ვთხოვო ქალბატონ თურნავას და ასევე, ბატონ დავითაშვილს, რომ პირადად ჩავიდნენ ადგილზე, მაგალითად, ხვალ და დაიწყონ აქტიური, უშუალო კომუნიკაცია მოსახლეობასთან. პირადად გაეცანით, აუხსენით თუ რასთან დაკავშირებით აქვთ მათ წუხილი.

ასევე, მინდა ვთხოვო ჩვენს მინისტრებს, რომ გამართონ შესაბამისი საკომიტეტო მოსმენები პარლამენტშიც. შეიძლება მოვიწვიოთ და ამ საკითხით დაინტერესებული პირების დასწრებით გაიმართოს აღნიშნული მოსმენები და ყველა ცხარე კითხვას, ყველა შესაძლო კითხვას გაეცეს პასუხი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა,

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობისთვის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„ჩვენ ამ გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ ადეკვატურად. წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგია.

პროგნოზები, რომელიც არსებობს ენერგეტიკის მიმართულებით არის შემდეგი – მინიმუმ, საშუალოდ 100 მგვტ სიმძლავრის ჰესი უნდა შენდებოდეს ქვეყანაში, რაც ამ ეტაპზე არ ხდება, მაგრამ რა თქმა უნდა, აქ ჩვენ უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი და ამ ოქროს შუალედის გამოსაძებნად აუცილებელია უშუალო კომუნიკაცია მოსახლეობასთან, რომ არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს საზოგადოებაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

28 თებერვალს ქუთაისში გამართულ მრავალათასიან საპროტესტო აქციაზე საქართველოს მთავრობას 14 მარტამდე მისცეს ვადა, რომ უარი თქვას ნამახვანჰესის მშენებლობაზე, თურქულ კომპანია „ენკა რინიუებლზს“ დაატოვებინოს რიონის ხეობა და გააუქმოს ერთი წლის წინ მიღებული დადგენილება, რომლითაც „ენკას“ ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ლეჩხუმსა და ზემო იმერეთში, ასობით ჰექტარი 99 წლით გადასცეს. აქციის შემდეგ შეჩერებულია ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც „ენკა“ მანამდე პოლიციის თანხლებით ახორციელებდა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული 80-მდე აქტივისტი სოფელ ნამოხვანში 24 საათის განმავლობაში მორიგეობს.

 

ამ თემაზე:

უარი ნამახვანჰესს - მრავალათასიანი აქციის ულტიმატუმი მთავრობას

რა საფრთხეს უქმნის ნამოხვანის კასკადი ტვიშის მიკროზონას - ინტერვიუ ლევან ხმელიძესთან

რატომ ითხოვს „მწვანე ალტერნატივა“ ნამოხვანის ჰესების მშენებლობაზე ნებართვის გაუქმებას

რიონის ხეობის დარაჯები

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]