weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ვითომ ექსპერტები მოსახლეობის გრძნობებზე თამაშობენ – დავითაშვილი ნამახვანჰესზე

13:10 ხუთშაბათი, 04 მარტი 2021

„თეორიული შანსიც კი არ არსებობს, რომ მიწისძვრის შედეგად მოხდეს ასეთი დამბის გარღვევა. ისტორიაში ეს არ ყოფილა ასეთი კონსტრუქციის ნაგებობასთან მიმართებაში. გადაწყვეტილება არ მიგვიღია კონკრეტული კვლევების გარეშე. კვლევები უკვე იყო ჩატარებული ძალიან მაღალი დონის, საერთაშორისო, ამ კონკრეტულ სფეროებში წამყვანი საექსპერტო კომპანიების მიერ, მაგალითად, როგორიც არის იტალიური, შვეიცარული და ა.შ.“ - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ნამახვანჰესთან დაკავშირებით. 

მინისტრის თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში ვითომ ექსპერტები ადგილობრივი მოსახლეობის გრძნობებზე თამაშობენ და მათი გავლენა მოსახლეობაზე ძალიან ნეგატიურია.

„გულისტკივილით მინდა ვთქვა, რომ როდესაც იყო საუბარი კონკრეტულ მიმართულებებზე, როგორიც არის კლიმატზე ზემოქმედება, გეოლოგიური საფრთხეები, ქანები, ამბობდნენ, რომ საჯარო და გამჭვირვალე არ იყოო, არ გვაქვსო ინფორმაციაზე წვდომა. ეს წარმოუდგენელია. ნებისმიერი გარემოსდაცვითი გადაწვეტილება ქვეყნდება ვებგვერდზე, სხვანაირად პროცესი უბრალოდ არ იმართება, ეს ავტომატურად ასეა.

ის ადამიანები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ოპონირებენ, სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ვითომ ექსპერტები, მათ ყველაზე კარგად იციან ეს პროცედურები. შეიძლება რიგითმა მოქლააქეებმა არ იცოდნენ, მაგრამ ისინი დაინტერესებულები არიან და არაერთი გადაწყვეტილების ნაწილში ან ჩვენ გვიჩივიან, ან ჩვენთან დავაში არიან, ან ოპონირების რეჟიმში. მე ეჭვიც მაქვს, რომ რაღაც დღის წესრიგიც გააჩნიათ. ისინი, სამწუხაროდ ადგილობრივი მოსახლეობის გრძნობებზე თამაშობენ და ცდილობენ მოსახლეობის ეს გრძნობები გამოიყენონ, რაც უპასუხისმგებლობაა.

მეორე ვითომ არგუმენტი არის, რომ ვითომ, ეს კვლევები არ არის საკმარისი, ან არ არის სრული. თუ მასალა მათ არ უნახავთ, როგორ აფასებენ კვლევებს? ანუ თავის თავს ეწინააღმდეგებიან ხოლმე ხშირად.

სამწუხაროდ, ალბათ ჩვენ გვაკლია ისევ კომუნიკაცია. მედიაპლატფორმა, მედიადაფარვა გვჭირდება იმისთვის, რომ მოსახლეობამდე მივიტანოთ სიმართლე. გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ისე, რომ დავარწმუნოთ ჩვენი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფი. ეს არის ბევრი ჯგუფი: ადგილობრივი მაცხოვრებლები, სხვადასხვა ენთუზიასტები, სხვადასხვა ვითომ ექსპერტული ჯგუფების წარმომადგენლები, ასეთი ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ.“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობას ხელში აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ მოსახლეობას ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს და ის დარწმუნებულია, რომ ნამახვანჰესის პროექტი წარმატებით განხორციელდება.

დღეს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლევან დავითაშვილს და ასევე, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას სოფელ ნამოხვანში ჩასვლა დაავლა. ღარიბაშვილის თქმით, აუცილებელია, ნამახვანჰესთან დაკავშირებით მოსახლეობის კითხვებს მინისტრებმაც უპასუხონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]