weather cur horoscope tv
აპრილი 17, 2021

მედიიდან შეურაცხყოფის ნიაღვარი მოდის, ხომ არ ფიქრობთ კანონის გამკაცრებას? – ინჯია გომელაურს

15:05 პარასკევი, 05 მარტი 2021 hits 121

„დღევანდელ საზოგადოებაში საკმაოდ რთული ვითარებაა ურთიერთბრალდებების თვალსაზრისით. ჩვენდა სამწუხაროდ, განსაკუთრებით მედიასაშუალებებიდან გამოედინება, მე ვიტყოდი, ცილისწამებისა და შეურაცხყოფის ნიაღვარი. ხომ არ ფიქრობთ ამ მიმართულებით კანონის გამკაცრებას? ან გიფიქრიათ, როგორ შეიძლება ეს შეჩერდეს?“, – ამ კითხვით მიმართა დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ შინაგან საქმეთა მინისტრს.

დღეს პარლამენტის წევრებმა, „მინისტრის საათის“ ფორმატში, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს, რის შემდეგაც შეკითხვების დასმის საშუალება ჰქონდათ. მინისტრი დეპუტატებს 15:30 საათიდან უპასუხებს, როდესაც შესვენება დასრულდება.

ფრიდონ ინჯია პარლამენტში 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, „პატრიოტთა ალიანსის“ სიით შევიდა. მოგვიანებით, ამავე სიით გასულ კიდევ სამ დეპუტატთან ერთად, მან პარტია „ევროპელი სოციალისტები“ დააფუძნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]