დღეს პარლამენტის წევრებმა, „მინისტრის საათის“ ფორმატში, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს, რის შემდეგაც შეკითხვების დასმის საშუალება ჰქონდათ. მინისტრი დეპუტატებს 15:30 საათიდან უპასუხებს, როდესაც შესვენება დასრულდება.
ფრიდონ ინჯია პარლამენტში 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, „პატრიოტთა ალიანსის“ სიით შევიდა. მოგვიანებით, ამავე სიით გასულ კიდევ სამ დეპუტატთან ერთად, მან პარტია „ევროპელი სოციალისტები“ დააფუძნა.