weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ორ ვაქცინასთან დაკავშირებით ჩინეთთან მოლაპარაკებები გვაქვს – ტიკარაძე

10:18 შაბათი, 06 მარტი 2021

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინებთან დაკავშირებით ჩინეთთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მინისტრის თქმით, თუ ჩინური ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ვერ მიიღებს ავტორიზაციას, ის საქართველოს ტერიტორიაზე ვერ შემოვა.

„ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები ჩინეთთან, ვინაიდან ვიცით, რომ ჩინეთის ორი ვაქცინა არის მოლოდინის რეჟიმში, როდესაც ისინი უკვე სულ მალე მიიღებენ ავტორიზაციას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი გარანტი იქნება, რომ ეს ვაქცინები უსაფრთხო იქნება და საქართველო თავის მოქალაქეებს ხელმისაწვდომობის საშუალებას ჩინურ ვაქცინაზეც მისცემს. ჩვენ ვიცით, რომ ჩინური ვაქცინა არის ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული და არ გამოვრიცხავ, მასზე ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყოს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები დაწყებულია და მთავრობა საბოლოო გადაწყვეტილებებს ელოდება, რის შემდეგაც სამთავრობო ვიზიტი ჩინეთში, „მოდერნასთან“ დაკავშირებით გაიმართება და აქაც საიმედო პასუხის მოლოდინი არსებობს.

„ასევე, მნიშვნელოვანია ის მოლაპარაკებები, რომელიც ისრაელის სახელმწიფოსთან მიმდინარეობს, რის შედეგადაც შესაძლოა, დამატებით „ფაიზერის“ შემოტანის საშუალება გამოიკვეთოს. ასევე, მნიშვნელოვანია ახლად გამოჩენილი „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინა, რომელიც როგორც იცით, არის ერთდოზიანი და შესაძლოა, ესეც საკმაოდ პოპულარული ვაქცინა გახდეს, ვინაიდან მას მყისიერი ეფექტი ექნება, რაც ხშირ შემთხვევაში, ადამიანის არჩევანს განაპირობებს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, მთავრობა მუშაობს იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მრავალფეროვანი ხელმისაწვდომობა და მოქალაქეებს ჰქონდეთ ვაქცინის არჩევის საშუალება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]