weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2024

სასამართლოს პირდაპირ შეუძლია ამ სიუჟეტის ეთერში გასვლა აკრძალოს – სუბარი

21:18 შაბათი, 06 მარტი 2021

„სასამართლოს პირდაპირ შეუძლია, გამოსცეს ამკრძალავი ნორმა, რომელიც აკრძალავს ამ სიუჟეტის ეთერში გასვლას“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა მას შემდეგ, რაც ეთერში გავიდა ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის ანონსი, რომლის მიხედვითაც, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის და ბერა ივანიშვილის საუბრის ფარული ჩანაწერი მოიპოვეს.

სოზარ სუბარის თქმით, უკანონო ჩანაწერების მოპოვება, დამონტაჟება და ფაბრიკაცია მიხეილ სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების ხელწერაა.

„მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში როცა მოვედით, ამისთვის არაერთი პირი გასამართლდა, პასუხისგებაში მიეცა და ათასობით ჩანაწერი განადგურდა, როგორც ჩანს, მათ შავი არქივი წაღებული აქვთ და დღემდე იყენებენ ადამიანების დასაშანტაჟებლად. ამის გამოვლინებაა ის, რაც ახლა ხდება – მორიგი ფაბრიკაციის გამოქვეყნებას აპირებენ და წინასწარ ატერორებენ საზოგადოებას

ესაა ჩვეულებრივი დანაშაული, კრიმინალი. ეს ისევ სააკაშვილის ხელწერაა. ამაზე, სასამართლოს პირდაპირ შეუძლია, გამოსცეს ამკრძალავი ნორმა, რომელიც აკრძალავს ამ სიუჟეტის ეთერში გასვლას, მაგრამ ვიდრე საქმე სასამართლომდე მივა, კარგი იქნება, სახალხო დამცველმა გამოთქვას თავისი პოზიცია და შეაფასოს, რა ჰქვია ასეთი უკანონო ჩანაწერების გამოქვეყნებას“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, წლებია საქართველოში ჩვეულ პრაქტიკად იქცა ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება თუ ფაბრიკაცია, თუმცა არცერთ მსგავს შემთხვევაში ეფექტური გამოძიება არ ჩატარებულა.

ნინო ლომჯარია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დღევანდელ და სხვა შემთხვევებშიც, მხოლოდ ეფექტურად ჩატარებული გამოძიების, ჩანაწერების ავთენტურობისა და ნამდვილობის დადგენის შემდეგ შეიძლება შეფასდეს შეიცავს თუ არა ჩანაწერები ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც ცალკე გამოძიების საგანს უნდა წარმოადგენდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]