weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საუბარი გვქონდა პრემიერთან და ეს არის 2010 წლის ჩანაწერები, ფაბრიკაცია – მდინარაძე

22:43 შაბათი, 06 მარტი 2021

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, 2010 წელს არის გაკეთებული ტელეკომპანია პირველის ეთერში დღეს გასული აუდიოჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის და ბერა ივანიშვილის ხმები ისმის.

„ქართული ოცნების“ სხდომის დასრულების შემდეგ მდინარაძემ თქვა, რომ მედიასაშუალებამ სხვადასხვა ფრაზები დაამონტაჟა.

„ჩვენ დღეს საუბარი გვქონდა პრემიერთან იმასთან დაკავშირებითაც, თუ რა ჩანაწერზე იყო საუბარი. ჩვენ გქონდა ინფორმაცია ამაზე და კიდევ ურო ზუსტად ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის 2010 წლის ჩანაწერი, ხაზს ვუსვამ, არა 2011 და 2012 წლების, როდესაც ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნება“ შემოვიდა პოლიტიკაში, არამედ 2010 წლის.

არაერთ, შეიძლება რამდენიმე ათეულ ჩანაწერზეც კი არის საუბარი, საიდანაც ამოკრებილია ერთ-ერთი წითელი პრესის ანუ მედიასაშუალების მიერ სხვადასხვა ფრაზა, არის აბსოლუტური ფაბრიკაცია და ამის მეშვეობით, ჩვეულებრივი კაგებეს მეთოდებით, კაგებეშნიკურად, როგორც ეძახიან ხოლმე ნახევრად ჟარგონულად ხოლმე ამ ქვეყანაში, წარსული მძიმე გამოცდილების მიხედვით, არის დამონტაჟებული და საინფორმაციო მიმდინარეობს ტერორი ჩვენს საზოგადოებაზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, საზოგადოების მხრიდან ასეთი ქმედებები უნდა იყოს დაგეგმილი.

„უკანონო მიყურადების შედეგად, წლების წინ მიღებული ინფორმაცია, შემდეგ დამონტაჟებული, ერთგვარი ფაბრიკაცია, რომელიც საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას აწვდის, არასწორ აღქმებს და განცდებს აჩენს, არის დასაგმობი, ყველაზე რბილი სიტყვით რომ ვთქვათ“, – თქვა მდინარაძემ.

აუდიოჩანაწერები, რომელთან დაკავშირებითაც მამუკა მდინარაძემ განცხადება გააკეთა, ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ გავიდა. ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ჩანაწერები წყაროსგან მიიღო და არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, როდის და რა ვითარებაში მოხდა მათი ჩაწერა.

 

ამ თემაზე:

სასამართლოს პირდაპირ შეუძლია ამ სიუჟეტის ეთერში გასვლა აკრძალოს – სუბარი

წლებია ჩვეულ პრაქტიკად იქცა ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება თუ ფაბრიკაცია – ლომჯარია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]