weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შარლ მიშელი საქართველოში გზავნის პირად წარმომადგენელს, რომელიც დიალოგში ჩაერთვება

02:47 სამშაბათი, 09 მარტი 2021

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში პირად წარმომადგენელს - კრისტიან დანიელსონს გზავნის, რომელიც შარლ მიშელის ვიზიტის დროს, პირველ მარტს განახლებულ და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ დიალოგში ჩაერთვება.

ევროპული საბჭოს ინფორმაციით, კრისტიან დანიელსონი საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვა და დიალოგით დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკებებს გამართავს. დანიელსონი ​მჭიდროდ ითანამშრომლებს საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის დაძლევის მიზნით.

პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი „საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს მოუწოდებენ, სრულად ჩაერთონ დიალოგში კონსტრუქციული სულისკვეთებით და ყველა მხარისთვის მისაღები შედეგების მიღწევის მიზნით, სტაბილური, დემოკრატიული და რეფორმაზე ორიენტირებული საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით, რომელსაც შეუძლია წარმატებით იაროს თავის პროევროპულ გზაზე“.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივითა და ორგანიზებით, პირველ მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართა. მიშელმა მხარეებს დიალოგისთვის 6-პუნქტიანი ჩარჩო შესთავაზა, რომელიც ითვალისწინებს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ამბიციური საარჩევნო რეფორმა, კანონის უზენაესობა/სამართლის რეფორმა, პოლიტიკური მართლმსაჯულება/პატიმრების საკითხი, ძალის გადანაწილება პარლამენტში, პოტენციური ვადამდელი არჩევნები/მზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ფასილიტაცია/მედიაცია/საკითხის შემდგომი განხილვა მარტში.

შარლ მიშელის განცხადებით, მარტის შუა რიცხვებში, ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც სხვადასხვა რთული საკითხების გადაწყვეტის მხრივ მიღწეულ პროგრესს განიხილავენ.

საქართველოდან შარლ მიშელის გამგზავრების შემდეგ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა აღარ გამართულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]