weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„არა ჰესებს“ ამ რაღაც ცივილურ გარემოში ვერანაირად ვერ დავეთანხმებით – წილოსანი

13:50 სამშაბათი, 09 მარტი 2021

„ამ პერიოდის მანძილზე სულ გვესმოდა გარკვეული ქსენოფობიური განცხადებები, ზოგადად, ფობიური განცხადებები, იგივე, როგორიც არის „არა ჰესებს“, რომელსაც ამ რაღაც ცივილურ გარემოში ვერანაირად ვერ დავეთანხმებით“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა პარლამენტის კომიტეტების სხდომაზე, სადაც ონისა და ნამახვანის ჰესების შესახებ პეტიციას განიხილავენ.

წილოსანის გამოსვლამდე, „ჰომოფობიურ და ქსენოფობიური განცხადებები“ ახსენა ეკონომიკის მინისტრმა ნათელა თურნავამ და ნამახვანჰესის პროექტის ირგვლივ კრიტიკა პირობითად საბ ნაწილად დაყო.

„პირველი ნაწილი არის ზოგადად უარყოფითი მიდგომა ჰესების მიმართ - ე.წ. „არა ჰესებს“, მეორე ნაწილი ეს არის ქსენოფობიური და ჰომოფობიური რიტორიკა, რომელიც მიმართულია ინვესტორის წინააღმდეგ და მესამე ნაწილი არის უფრო საქმიანი კონსტრუქციული ნაწილი, რომელიც შეეხება კონკრეტულად პროექტის დეტალებს, კვლევებს, ხელშეკრულებას და ა.შ.“, – განაცხადა თურნავამ და აღნიშნა, რომ უცხოელი ინვესტორის მიმართ ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ გამონათქვამების ნაწილში ვერავის შეყვებიან და სალაპარაკო არაფერია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]