წილოსანის გამოსვლამდე, „ჰომოფობიურ და ქსენოფობიური განცხადებები“ ახსენა ეკონომიკის მინისტრმა ნათელა თურნავამ და ნამახვანჰესის პროექტის ირგვლივ კრიტიკა პირობითად საბ ნაწილად დაყო.
„პირველი ნაწილი არის ზოგადად უარყოფითი მიდგომა ჰესების მიმართ - ე.წ. „არა ჰესებს“, მეორე ნაწილი ეს არის ქსენოფობიური და ჰომოფობიური რიტორიკა, რომელიც მიმართულია ინვესტორის წინააღმდეგ და მესამე ნაწილი არის უფრო საქმიანი კონსტრუქციული ნაწილი, რომელიც შეეხება კონკრეტულად პროექტის დეტალებს, კვლევებს, ხელშეკრულებას და ა.შ.“, – განაცხადა თურნავამ და აღნიშნა, რომ უცხოელი ინვესტორის მიმართ ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ გამონათქვამების ნაწილში ვერავის შეყვებიან და სალაპარაკო არაფერია.