weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შუახევზე ზედამხედველობის პრობლემა იყო, ვფიქრობთ ნამახვანჰესზე სხვაგვარად ავაწყოთ – თურნავა

20:38 სამშაბათი, 09 მარტი 2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათელა თურნავამ კომენტარი გააკეთა იმ ჰესებთან დაკავშირებით, რომელთაც ექსპლუატაციაში შესვლამდე ან შესვლიდან მალევე პრობლემები შეექმნათ. მინისტრის თქმით, ავარიები არასდროს არის გამორიცხული.

„შუახევზე მოხდა ისე, რომ გვირაბში მოხდა გარკვეული ავარიაული სიტუაცია. საბედნიეროდ, ამან არ გამოიწვია არანაირი გარე შედეგები და ზიანი. თუ ვინმე დაზარალდა, პირველ რიგში დაზარალდა თავად კომპანია, რადგან 130 მილიონი დოლარის დადება მოუხდა შედეგის აღმოსაფხვრელად. დღეს ეს შედეგი აღმოფხვრილია. ერთი წელი – წელიწადნახევარი დაიკარგა გამომუშავება. ქვეყანამაც დაკარგა, კომპანიამაც დაკარგა შემოსავლები. დღეს მუშაობს, მაგრამ რაც გამოვლინდა ამ სიტუაციაში, ჩვენ მივიღეთ ისეთი ზომები, რაც, პრინციპში, აქამდე არასოდეს ყოფილა. შევქმენით სპეციალური საზედამხედველო საბჭო, რომელსაც პროფესორი, დოქტორი ბატონი დავით მირცხულავა ხელმძღვანელობს, სხვა ენერგეტიკოსებიც არიან შესულები და ღიაა ამ საბჭოს კარი, რომელიც სწავლობს ასეთ შემთხვევებს.

საბჭომ შეისწავლა შუახევის შემთხვევაც და იქ იყო ზედამხედველობის პრობლემა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნამახვანის ჰესის მშენებლობაზე ზედამხედველობაც სხვაგვარად ავაწყოთ და იქაც იყოს მაქსიმალური ჩართულობა ქართველი ექსპერტების, გნებავთ, ადგილობრივი მოსახლეობისაც“, – განაცხადა ნათელა თურნავამ.

თურნავას თქმით, „შუახევი ჰესის“ შემთხვევაში „სისხლისსამართლებრივი დარღვევა არ მომხდარა“.

„მოხდა კოლაფსი თვითონ გვირაბში, 130 მილიონი დოლარი კომპანიამ თავისი ჯიბიდან ზევიდან დადო და ეგ არის“, – აღნიშნა მან.

რაც შეეხება მესტიაში მშენებარე „მესტიაჭალა ჰესს“, მინისტრის თქმით, 2019 წლის ივლისში სვანეთში მომხდარი სტიქია გაცილებით უფრო დამანგრეველი იქნებოდა, ჰესი რომ არ ყოფილიყო.

„ასეა ზუსტად. უნდა ვიცოდეთ, მეგობრებო, რომ კაშხლები არ არის მარტო ჰიდრო ნაგებობა ჰესისთვის, კაშხალი არის მათ შორის ბუნებრივი სტიქიების საწინააღმდეგო ნაგებობა, რომელიც მეწყერსაწინააღმდეგო არის. ეს არის, თუ გვინდა ამ საკითხებში სიღრმისეულად ჩახედვა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

დღეს პარლამენტში, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით განხილვა გაიმართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]