weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ეკოლოგისტებს რომ დავუთმოთ, არაფერი აშენდება, ფაუნა-ფლორაში ვიცხოვრებთ – ზარქუა ნამახვანჰესზე

22:41 სამშაბათი, 09 მარტი 2021

„მე არ ვარ იმის მომხრე, რომ აპრიორი უნდა შენდეს, ან არ უნდა აშენდეს. ეკოლოგისტებს რომ დავუთმოთ ეს ქვეყანა, არაფერი აშენდება, ფაუნა-ფლორაში ვიცხოვრებთ, მაგრამ, მეორე მხრივ, ეკონომიკა არ გვექნება. დღეს 50 მილიარდიანი ეკონომიკა გვაქვს და არ გვყოფნის“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ნამახვანჰესის პროექტზე საუბრისას.

პარლამენტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლის დროს ზარქუამ მაგალითად ენგურჰესი მოიხმო და თქვა, რომ მისი მშენებლობის დროს გაცილებით მეტი ვნებათაღელვა იყო.

„მე წარმოშობით წალენჯიხის რაიონიდან ვარ. რამდენიმე დღის წინ მომიწია იქ ჩასვლა და მოვიკითხე. ენგურჰესი ექსპლუატაციაში შევიდა 78 წელს და მოვიკითხე – აბა, რა ხდებოდა მეთქი. აი, იქ რაც დღეს არის ვნებათაღელვა, გაცილებით მეტი იყო მაშინ. უფრო მეტიც, მომხრე და მოწინააღმდეგე ოჯახებს შორის ტრაგედიაც კი მოხდა. იქ იყო საუბარი, რომ „გვართმევენ მიწა-წყალს“, „გვტბორავენ“, „რომ ჩამოინგრეს გამოიწვევს უბედურებას“ და ა.შ.

ამ კაშხალთან არის ორი სოფელი – ლია და ჯვარი, სადაც ჩემი ნათესავებიც ცხოვრობენ. იქ მოპარული ცემენტით აშენდა ეს ორი სოფელი.

რისი თქმა მინდა – დღეს ეს დგას და საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს ენერგომომარაგებაში“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ 4 თვეზე მეტია რიონის ხეობაში ადგილობრივი მცხოვრებლები უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ. 28 თებერვალს, ქუთაისში გამართული მრავალათასიანი აქციის მონაწილეებმა მთავრობას 14 მარტამდე მისცეს ვადა, რომ უარი თქვას ნამახვანჰესის მშენებლობაზე, თურქულ კომპანია „ენკა რინიუებლზს“ დაატოვებინოს რიონის ხეობა და გააუქმოს ერთი წლის წინ მიღებული დადგენილება, რომლითაც „ენკას“ ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ლეჩხუმსა და ზემო იმერეთში, ასობით ჰექტარი 99 წლით გადასცეს.

აქციის შემდეგ, 4 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარემოს დაცვის მინისტრ ლევან დავითაშვილს და ეკონომიკის მინისტრ ნათელა თურნავას მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვა დაავლა. 5 მარტს მინისტრები ჯერ ცაგერში იმყოფებოდნენ, შემდეგ კი სოფელ ნამოხვანში ჩავიდნენ, სადაც ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს კარავი აქვთ გაშლილი და 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ. გადაწყდა, რომ მხარეებს შორის შეხვედრა 12 მარტს გაიმართება. როგორც აქტივისტებმა განაცხადეს, ისინი პროტესტს აგრძელებენ და თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, 14 მარტს კვლავ გამართავენ აქციას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]