weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

„ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო

13:18 ოთხშაბათი, 10 მარტი 2021

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის, სოზარ სუბარის ინფორმაციით, მისმა პარტიამ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ სუბარმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ოფიციალურად დაიწყო მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის​. ბუნებრივია, მზადება აქამდეც დაწყებული იყო, მაგრამ ახლა, რეალურად მთელმა გუნდმა დავიწყეთ მზადება. უკვე დაიწყო კონსულტაციები კანდიდატებთან დაკავშირებით, მერების კანდიდატები, მაჟორიტარების კანდიდატები, თუ საარჩევნო სიები, ვინც იქნებიან თბილისშიც, რეგიონებშიც. ახალი თვითმმართველობის კოდექსი იქნება, ძალიან სერიოზული ცვლილებები შედის და შესაბამისად, მომზადებას მეტი დრო სჭირდება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]