weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბრიუსელში სავსე ხელებით ჩავდივართ, ოპოზიცია ცარიელი ხელებით დარჩა – კობახიძე

21:56 კვირა, 14 მარტი 2021

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონის მედიაციით დიალოგი დღეს დასრულებულია და ის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ გაგრძელდება.

„ბატონი დანიელსონის ვიზიტმა აჩვენა, რომ მისი ჩართულობა არის ძალიან პროდუქტიული, ძალიან კარგად მიყავს მას დიალოგის პროცესი, ჩვენი სურვილია, ასეთ რეჟიმში გაგრძელდეს დიალოგი და მოლაპარაკებები. ჩვენ დაველოდებით შემდეგ მისიას. მოლაპარაკებები გაგრძელდება უკვე ვიზიტის შემდეგ. შეხვედრები დღეს დასრულებულია, დიალოგი მომდევნო პერიოდში გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში სავსე ხელებით ჩავა, ოპოზიცია კი ცარიელი ხელებით ქუჩაშია დარჩენილი.

„პრემიერი ბრიუსელში მიდის ძალიან მსხვილი პაკეტით. უამრავი რამ გაკეთდა და კეთდება ახლაც. ეს არის ასოცირების დღის წესრიგი, რასაც ზედმიწევნით ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება და გვაქვს უპრეცედენტო პროგრესი ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით.

ძალიან მსხვილი პაკეტით მიდის ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში, ცარიელი ხელებით არის დარჩენილი მხოლოდ ოპოზიცია. მათ აქვთ ცარიელი ხელები, დარჩენილნი არიან ქუჩაში, არიან გაკოტრებულნი.

ჩვენ გვაქვს სავსე ხელები, რომლითაც ჩავდივართ ბრიუსელში და ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული, ხელშესახები წარმატებები ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით“, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, პოლიტიკური კრიზისი ხელოვნურად არის შექმნილი, რის გამოც ძალიან მალე დაიძლევა.

„დიალოგთან დაკავშირებულ ყველა თემას შევეხეთ, სხვადასხვა საკითხი იყო განხილული, ბევრი მიმართულებით წინ წავიწიეთ და ასე გაგრძელდება დიალოგი“, – თქვა კობახიძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ გამოგზავნილი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა, რის შემდეგაც შეხვედრებს მართავდა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. შეხვედრებში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც მონაწილეობდნენ.

შარლ მიშელი საქართველოში მარტის დასაწყისში იმყოფებოდა და „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას დიალოგისთვის 6-პუნქტიანი ჩარჩო შესთავაზა. როგორც მან განაცხადა, მარტის შუა რიცხვებში, ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც სხვადასხვა რთული საკითხების გადაწყვეტის მხრივ მიღწეულ პროგრესს განიხილავენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]