weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჩემი ვიზიტი ერთი დღით გახანგრძლივდება – კრისტიან დანიელსონი

22:22 კვირა, 14 მარტი 2021

„ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ და გადავწყვიტე, იმისთვის, რომ პროცესი კიდევ უფრო წინ წავიდეს, ხვალაც ვრჩები თბილისში, ჩემი ვიზიტი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა მას შემდეგ რაც დღეს „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც დანიელსონმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, მხარეებზეა დამოკიდებული, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ.

„კომპლექსური და რთული საკითხებია. ყველა მხარის კომპრომისია საჭირო და ყოველთვის, როდესაც კომპრომისისკენ მიდიხარ, დროა საჭირო. ჩემი მოლოდინი ისევ ის არის, რაც იყო, ვიმუშავებთ იქამდე, სანამ მხარეები წინ წავლენ. იმედი მაქვს, რომ ხვალ გვექნება შემდგომი წინსვლა. იმედი მქონდა, რომ უკვე დღეს შევძლებდი გამომეცხადებინა, რომ მხარეები გადაწყვეტილებამდე მივიდნენ. ახლა ნათელია, რომ ჯერ ეს პროცესი არ დასრულებულა, ამიტომ ხვალაც ვიმუშავებ. ჩემი განზრახვაა, დავეხმარო მხარეებს გადაწყვეტილების მოძებნაში“, – აღნიშნა კრისტიან დანიელსონმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ გამოგზავნილი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა, რის შემდეგაც შეხვედრებს მართავდა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. შეხვედრებში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც მონაწილეობდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]