weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ანა დოლიძე პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს

17:12 სამშაბათი, 16 მარტი 2021

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებს. როგორც ის ამბობს, 2020 საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ არსებობს სახალხო დაკვეთა ქართულ პოლიტიკაში დამოუკიდებელი და მებრძოლი ხმის არსებობაზე.

„ფაქტია, დღეს წარმოდგენილი პოლიტიკური ძალებიდან, არც ერთს გააჩნია საკმარისი საზოგადოებრივი ნდობა და კომპეტენცია იმოქმედოს პოლარიზაციის მიღმა ქვეყნის განვითარებისთვის, საქართველოში მდგრადი სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შესაქმნელად.

ამიტომ, გადავწყვიტე, დღეიდან, მოძრაობა „ხალხისთვის“ შექმნიდან ერთი წლის თავზე, დავიწყო კონსულტაციები შესაბამისი ფასეულობების, ხედვისა და კომპეტენციის პირებთან ახალი, დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის შესაქმნელად, რომელიც შეძლებს ამ მთავარი დაკვეთის შესრულებას - ესაა სამართლიანი და საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს შექმნა. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ პროფესიონალთან ერთად, რომელიც იზიარებს ამ ფასეულობებს, სწრაფი ნაბიჯით წავალთ წინ ამ მიზნისკენ“, – აცხადებს ანა დოლიძე.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ანა დოლიძე დიდუბე-ჩუღურეთის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ ოლქში არჩევნები „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი ვოლსიკ მოიგო, ხოლო ანა დოლიძე ხმების რაოდენობით მესამე ადგილზე გავიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]