weather cur horoscope tv
ივლისი 26, 2021

ძალიან მძიმე მოლაპარაკებები იყო, ჯერ შედეგი არ გვაქვს – ბოკერია

22:32 ოთხშაბათი, 17 მარტი 2021 hits 202

„ძალიან რთული და მძიმე მოლაპარაკებების დღე იყო. ხვალ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება. ჯერ შედეგი არ გვაქვს. ჩვენი, დემოკრატიული ოპოზიციის ვალია, ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ბოკერიას თქმით, ოპოზიცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა პარლამენტში, თუ ეს მოემსახურება ვადამდელი არჩევნებისთვის მზადებას და გათავისუფლდებიან პოლიტიკური პატიმრები.

ჩვენი პარტნიორები, ყველა ნორმალური ადამიანი ჩვენი ქვეყნის შიგნითაც ისურვებდა, რომ პოლიტიკური პროცესები ძირითადად პარლამენტში იყოს.

პროცესების პარლამენტში გადანაცვლებას სჭირდება პოლიტიკური შეთანხმება კრიზისიდან გამოსვლაზე, შეთანხმება ყველა იმ პუნქტზე, რაც პრეზიდენტმა მიშელმა დასახა, მათ შორის, ყველაზე სწრაფად პოლიტიკური პატიმრების, მელიას და რურუას გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე.

ოპოზიციისგან მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება კომპრომისი არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლაზე, თუ შესვლა ემსახურება ვადამდელი არჩევნებისთვის მომზადებას და გათავისუფლდებიან პოლიტიკური პატიმრები“, – განაცხადა ბოკერიამ.

ოპოზიციურ პარტიებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკებების პროცესი მეხუთე დღეა კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარეობს. დანიელსონი საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მოავლინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]