weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ოპოზიციური პარტიები უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში – აპატურაი

22:55 ოთხშაბათი, 17 მარტი 2021

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტს და საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს გამოეხმაურა.

„პოლიტიკურ პოლარიზაცია რაც შეიძლება მალე უნდა აღმოიფხვრას, ოპოზიციური პარტიები უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში, რათა მან სათანადოდ ფუნქციონირება შეძლოს.

ყველა პარტია უნდა შეთანხმდეს პოლიტიკური პროცესისკენ საერთო წინსვლის გზაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირისა და აშშ-ის მედიაციის ძალისხმევას, რომელსაც ორი ბრწყინვალე დიპლომატი წარმართავს“, – აცხადებს ჯეიმს აპატურაი.

მისივე თქმით, ნატოს გენერალურ მდივანთან და ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს წევრებთან შესახვედრად საქართველოს პრემიერ-მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრის ბრიუსელში ვიზიტი დროული იყო.

„იყო ღია და კონსტრუქციული დისკუსია სხვადასხვა საკითხზე. როგორც ყოველთვის, ნატო მხარს უჭერს საქართველოს. ჩემი აზრით, რეგიონში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, მთავრი გზავნილებია: კოვიდის კრიზისის, რეფორმების გაგრძელების საჭიროებისა და გაძლიერებული მედეგობის ფონზე, საქართველოს გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისის დრო არ აქვს“, – აღნიშნავს აპატურაი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]