weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თეა წულუკიანი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დაინიშნა

16:54 პარასკევი, 19 მარტი 2021

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობაზე თეა წულუკიანი დანიშნა. წულუკიანი მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას 22 მარტიდან შეუდგება.

თეა წულუკიანი 2012 წლიდან 2020 წლის სექტემბრის ბოლომდე საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ის „ქართული ოცნების“ სიით პარლამენტის წევრი გახდა და კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს თავმჯდომარეობდა.

რამდენიმე დღის წინ პარლამენტმა მხარი დაუჭირა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბებას, რის შედეგადაც, მთავრობის კაბინეტში კიდევ ერთი მინისტრის თანამდებობა გაჩნდა.

რაც შეეხება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მას მიხელ ჩხენკელი უხელმძღვანელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]