weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ოპოზიცია გადადის პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე – ზაალ უდუმაშვილი

12:45 შაბათი, 20 მარტი 2021
ფოტო © ipn.ge ფოტო © ipn.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიცასა და ქართულ ოცნებას შორის წარუმატებლად დასრულებული მოლაპარაკებების შემდეგ ოპოზიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.

ზაალ უდუმაშვილმა ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით განცხადება პარლამენტთან გააკეთა, სადაც სხვადასხვა პარტიების ლიდერები იმყოფებიან.

„ამ წუთიდან, ოპოზიცია გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ჩვენ ჩავალთ ქველა ქალაქში, ყველა სოფელში, შევალთ ყველა ოჯახში და კიდევ ერთხელ დავარწმუნებთ ჩვენს მოსახლეობას, რომ ამ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი, ვინაიდან ჩვენს უკან არის სიმართლე.

ამ პერიოდის განმავლობაში გაიმართება არერთი აქცია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. თუმცა, ბოლოს ჩვენ შევიკრიბებით აქ, რუსთაველის გამზირზე და ეს მოხდება 15 მაისს.

დიახ, ოპოზიცია გადადის პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე. ეს იქნება ხისტი, უწყვეტი პროტესტი, რომელიც საბოლოოდ მიგვიყვანს იმ გამარჯვებამდე, რომელიც ქვეყანას სასიკეთო ცვლილებებს მოუტანს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ბოლო დღეების განმავლობაში „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარეობდა. ამის მიუხედავად, შეთანხმება არ შედგა, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]