weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქართული ოცნება – 23%, ენმ - 7%, არცერთი პარტია - 40% – NDI|პარტიების მხარდაჭერა

13:17 სამშაბათი, 23 მარტი 2021

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 40%-მა განაცხადა, რომ „არცერთი“, 23%-მა თქვა, რომ „ქართული ოცნება“, 7%-მა კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელა.  

7%-მა განაცხადა, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს სხვა პარტიები არიან – „ევროპული საქართველო“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „ლელო“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ლეიბორისტული პარტია“, „სტრატეგია აღმაშენებელი“.

14%-მა ამ კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა, 8%-ის პასუხი კი იყო - „არ ვიცი“.

კვლევის მიხედვით, თბილისში გამოკითხულთა 44% ამბობს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას, ხოლო სოფელში გამოკითხულთა შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 36%-ია. „ქართულ ოცნებას“ თბილისში გამოკითხულთა 20% უჭერს მხარს, სოფელში კი - 26%. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შედეგები თბილისში 5%-ია, ხოლო სოფელში 10%.

NDI-ის დაკვეთით „CRRC საქართველოს“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები დღეს, 23 მარტს გამოქვეყნდა. საველე სამუშაოები 17-24 თებერვლის პერიოდში ჩატარდა საქართველოს მასშტაბით 2024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]