7%-მა განაცხადა, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს სხვა პარტიები არიან – „ევროპული საქართველო“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „ლელო“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ლეიბორისტული პარტია“, „სტრატეგია აღმაშენებელი“.
14%-მა ამ კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა, 8%-ის პასუხი კი იყო - „არ ვიცი“.
კვლევის მიხედვით, თბილისში გამოკითხულთა 44% ამბობს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას, ხოლო სოფელში გამოკითხულთა შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 36%-ია. „ქართულ ოცნებას“ თბილისში გამოკითხულთა 20% უჭერს მხარს, სოფელში კი - 26%. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შედეგები თბილისში 5%-ია, ხოლო სოფელში 10%.
NDI-ის დაკვეთით „CRRC საქართველოს“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები დღეს, 23 მარტს გამოქვეყნდა. საველე სამუშაოები 17-24 თებერვლის პერიოდში ჩატარდა საქართველოს მასშტაბით 2024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.