weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მადლობა სენატს სამართლიანი შეფასებებისა და ობიექტურობისთვის – ღარიბაშვილი

16:43 ხუთშაბათი, 25 მარტი 2021

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატში გამართულ მოსმენას გამოეხმაურა და თქვა, რომ ხელისუფლება მზად არის, ყველა გამოთქმული რეკომენდაცია გაითვალისწინოს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო აშშ-ის სენატს და სახელმწიფო დეპარტამენტს, კონკრეტულად ბატონ ჯორჯ კენტს გაკეთებული სამართლიანი შეფასებებისთვის და ობიექტურობისთვის. აღნიშნული მოსმენა და იქ გაკეთებული შეფასებები ცხადყოფს, რომ ამერიკისთვის საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში.

ასევე, მინდა ვთქვა, რომ ყოველგვარ სპეკულაციებს წერტილი დაესვა და დასრულდა ერთგვარი აბსურდული ბრალდებები და ცილისწამება, სპეკულაციები ნებისმიერ თემაზე, რომელიც გვესმოდა ოპოზიციისგან.

ჩვენ მზად ვართ, რომ მოკლე დროში განვახროციელოთ საარჩევნო რეფორმა, ასევე მოვემზადოთ და განვახორციელოთ მართლმსაჯულების შემდგომი რეფორმა, ყველა ის, ასე ვთქვათ, რეკომენდაცია გავითვალისწინოთ, რომელიც იყო აღნიშნული აშშ-ის სენატის და სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში გამართულ მოსმენაზე სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯორჯ კენტმა განაცხადა, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრება იყო სახიფათო მომენტი საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის და ნაბიჯი უკან ქართული დემოკრატიისთვის. მისივე თქმით, ამან გაამწვავა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი და ვერც „ქართულმა ოცნებამ“ და ვერც ოპოზიციამ ვერ მოახერხეს დეესკალაციის შესაძლებლობების გამოყენება.

„სამწუხაროდ, ოპოზიციის წევრთა უმრავლესობამ ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტს, თუმცა გამოკითხვები მოწმობს, რომ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას სურს, რომ მათ პარლამენტში დაიკავონ ადგილი“, – განაცხადა ჯორჯ კენტმა და აღნიშნა, რომ აუცილებელია საქართველოში გაძლიერდეს კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, დემოკრატიული ნორმების დაცვა და საარჩევნო პროცესი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]