„დიახ, ეს არის გარკვეულწილად იმის საწყისი და იმის ნიშანი, რომ შეიძლება, ეპიდემიოლოგებმა უკვე ოფიციალურად გამოაცხადონ მესამე ტალღის დასაწყისი. სწორედ აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, ნუ უგულებელყოფენ იმ მოცემულ ინსტრუმენტებს, რომელიც ჩვენ დღეს გაგვაჩნია - ეს არის პირბადე, სოციალური დისტანცია, ჰიგიენა და რა თქმა უნდა, ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვ.
ყველა ის რეგულაცია, რომელიც შრომითი უსაფრთხოების მხრიდანაა მოწოდებული, აუცილებლად უნდა იყოს დაცული ბიზნესის მხრიდან, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის უზრუნველყოფილი იყოს, როგორც უსაფრთხო მომსახურება, ისე უსაფრთხო სამუშაო გარემო“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
24 საათში ჩატარებული 29 341 ტესტის შედეგად, დღეს საქართველოში კორონავირუსის 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 203 - თბილისში. ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი 1.89%-ია. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 6 კოვიდ-პაციენტი, 307 კი გამოჯანმრთელდა.