weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება, პოლიტპატიმრები არ არსებობენ - პრემიერი

18:33 ორშაბათი, 29 მარტი 2021

„ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება. ამაზე საუბარი ჩვენ დავასრულეთ. მოვისმინეთ განცხადებები ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, სენატის და ა.შ. ეუთო-ოდირის დასკვნები, მთელმა მსოფლიომ აღიარა ჩვენი არჩევნები და მოგვილოცა, რა არჩევნებზე მელაპარაკებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ენგურჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის შემდეგ, ჟურნალისტის კითხვის პასუხად - „რა შეთანხმებისთვის არის მზად ხელისუფლება, იქნება თუ არა ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება“.

„რაც შეეხება დიალოგს, ის გრძელდება, მე დიდი იმედი მაქვს და მინდა, კიდევ ერთხელ დავიტოვო პოზიტიური, ოპტიმისტური მოლოდინი, რომ ეს შეთანხმება შედგება. ჩვენი მხრიდან არ ჰქონია და არც ექნება რაიმე დესტრუქციას ადგილი, პირიქით, ჩვენ ამის მომსწრენი გავხდით ოპოზიციის მხრიდან, როდესაც მათ ჩაშალეს რეალურად დიალოგი და ისინი არ წამოვიდნენ კომპრომისზე. ჩვენ ვართ მზად, რომ რეალურად გონივრული და სამართლიანი კომპრომისი იქნას მიღწეული, ახლა ჯერი არის ოპოზიციაზე. ვადამდელი არჩევნების საკითხი არის დახურული, პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანაში არ არსებობენ, ეს არსებობდა თქვენი ბელადი სააკაშვილის დროს“, - აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი მეორედ ჩამოვიდა. 12 მარტს, ოპოზიციისა და სახელისუფლებო პარტიის ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]