weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ვაქცინაციაში საქართველოს ხელისუფლების დახმარებას არ ვსაჭიროებთ – სოხუმი

21:47 სამშაბათი, 30 მარტი 2021
ფოტოზე - დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ფოტოზე - დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ადმინისტრაციამ „მორიგი პიარ-აქცია“ უწოდა განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობაც ჩართოს.

„ჩვენ არ ვსაჭიროებთ საქართველოსა და მისი ხელისუფლების დახმარებას. მოსახლეობის ვაქცინაციის საკითხში დახმარებას გვიწევს ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი - რუსეთის ფედერაცია.

მალე აფხაზეთში დაიწყება მოსახლეობის აცრა ერთ-ერთი პრეპარატით, რომელიც რუსმა მეცნიერებმა შექმნეს. რუსული ვაქცინების ეფექტურობა პრაქტიკაში უკვე დამტკიცდა. ჩვენ არ ვაპირებთ შევიძინოთ ვაქცინები, რომლებიც სხვა ქვეყნებშია შემუშავებული“, – განაცხადეს დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობაც გამოეხმაურა. ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, განსაკუთრებით ცინიკურად ჟღერს „სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესახებ განცხადებები. მათივე თქმით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება „ქართველ პოლიტიკოსებს არაჯანსაღ წარმოსახვას უღვივებს“.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს განაცხადა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მედიცინის მუშაკებსა და შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართვა შეეძლებათ. მსურველები ვაქცინის გაკეთებას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე შეძლებენ.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, მისი უწყებისთვის ცნობილია, იმ სამედიცინო პერსონალის რაოდენობა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფება და მათთვის 500 დოზამდე ვაქცინაა გათვალისწინებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]