weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა გადადგა

23:51 სამშაბათი, 30 მარტი 2021

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გიგა ფარულავამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება მან სოციალური ქსელში გამოაქვეყნა. ფარულავა გადადგომის მიზეზებზე არ საუბრობს.

„მადლობას ვუხდი თითოეულ საჯარო მოხელეს, რომელნიც კეთილსინდისიერად და დაუღალავად ემსახურებიან ჩვენი ქალაქის კეთილდღეობას და განვითარებას. მადლობა თქვენ მეგობრებო, კოლეგებო, სასიამოვნო იყო თქვენთან ერთად წლების მანძილზე მუშაობა. მადლობა თითოეულს, ვინც ჩართული იყო და არის ჩვენი ქალაქის და ქვეყნის უკეთესი მომავლის მშენებლობაში. მადლობა თითოეულ მოქალაქეს, რომელიც გაგებით მოეკიდა არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს. მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო დაკავებული თანამდებობა! მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გეგას და ვუსურვო წარმატებები“, – დაწერა გიგა ფარულავამ.

ფარულავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი (გეგა) შენგელიას პირველ მოადგილედ 2019 წლის ივლისიდან მუშაობდა. მანამდე ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა შესყიდვების სამსახურის უფროსი და იურიდიულ საკითხებში საკრებულოს მთავარი სპეციალისტი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]