weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმის ბულვარში გამოცხადებული მორატორიუმი 16-სართულიან სასტუმროს არ შეეხება

11:20 ოთხშაბათი, 31 მარტი 2021
საზოგადოება ბათომის ფოტო საზოგადოება ბათომის ფოტო

აჭარის მთავრობის მიერ ბათუმის ძველ ბულვარში მშენებლობებზე გამოცხადებული მორატორიუმი 16-სართულიანი სასტუმრო ამბასადროს მშენებლობაზე არ ვრცელდება. მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განმარტა, რომ მიმდიონარე პროექტებთან დაკავშირებით უკვე გაცემულია ნებართვები, რომლებიც შესაძლოა სადავო იყოს და უნდა დაველოდოთ სამართლებრივი პროცედურების დასრულებას.

„მე გარკვევით ვთქვი, რომ მორატორიუმი ეხება ყველა ახალ სამშენებლო პროექტს, ახალ ინიციატივას. ეს გულისხმობს, რომ დღეიდან ნებისმიერ ახალ მიმართვაზე, გენგეგმის დამტკიცებამდე იქნება სრული მორატორიუმი.

„ამბასადორის“ საკითხი გადატანილია ნებართვის კანონიერების ნაწილში სამართლებრივ ჭრილში და იქ უნდა დაველოდოთ სამართლებრივ შედეგებს. სასამართლო იმსჯელებს, დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

გუშინ, ბათუმის ბულვარის ისტორიულ-კულტურულ საზღვრებში ახალ სამშენებლო პროექტზე სრული მორატორიუმი გამოცხადდა, რაც იმას ნიშნავს, რომ განაშენიანების და კონსერვაციის გეგმის დამტკიცებამდე ახალი პროექტების განხორციელებაზე ნებართვები არ გაიცემა.

„ბულვარის კონსერვაციის გეგმასთან დაკავშირებით საკმაოდ წინ წავიდა პროცესი და ვფიქრობ რამდენიმე თვეში შევძლებთ ვიმჯელოთ, მათ შორის საჯარო განხილვების ფორმარტში, ამ განაშენიანების გეგმასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა რიჟვაძემ.

შპს „ამბასადორი ბათუმმა“ სასტუმროს მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და მაშინ 4 სართულიანი შენობის აშენების ნებართვა ჰქონდა. 2019 წლის ბოლოს კომპანიამ შენობის გაზრდა მოითხოვა 15 სართულამდე. ადგილობრივი მცხოვრებლების პროტესტის გამო, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო პროექტის შეცვლას არ დასთანხმდა. 2021 წლის 21 იანვარს, სააგენტოსთან არსებულმა საბჭომ შენობის 16 სართულამდე გაზრდას მხარი დაუჭირა. მშენებლობის ნებართვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა სასამართლოში გაასაჩივრეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]