ეს თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც თეა წულუკიანი, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარე იყო, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დაინიშნა.
ცოტა ხნის წინ პარლამენტმა განათლების, მეცნიერებისა, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან კულტურისა და სპორტის მიმართულებების ცალკე გამოყოფას მხარი დაუჭირა. შესაბამისად, ორად გაიყო საპარლამენტო კომიტეტიც - კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ ელისო ბოლქვაძე აირჩიეს.