weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი გადადგა

18:30 ოთხშაბათი, 31 მარტი 2021

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ივანე მაჭავარიანმა თანამდებობა დატოვა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში მაჭავარიანი გადადგომის მიზეზებს არ განმარტავს, თუმცა აღნიშნავს, რომ თანამდებობის დატოვებას ჯერ კიდევ 2020 წლის ბოლოს აპირებდა.

„უნდა ვთქვა, რომ ფინანსთა მინისტრად, დაახლოებით, სამწლიანი მუშაობის შემდეგ, თანამდებობიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს ვგეგმავდი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წინ გველოდა 2021 წლის კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, გადავწყვიტე ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვით გადამედო. ჩემთვის პატივი და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობა იყო მემუშავა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდთან ერთად - მთავრობის ხელმძღვანელებთან, ჩემს კოლეგებთან მინისტრთა კაბინეტში, პარლამენტის წევრებთან“, – აცხადებს მაჭავარიანი.

ივანე მაჭავარიანი საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას 2018 წლის ივლისიდან იკავებდა. მანამდე ის კერძო სექტორში მუშაობდა, 2013-2018 წლებში შპს „ჯეოსელის“ კომერციული დირექტორი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]