weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პოზნერს და მის დელეგაციას შსს-სგან საშვები ჰქონდა – გიორგი კანდელაკი

12:47 ხუთშაბათი, 01 აპრილი 2021

ევროპული საქართველო“ წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ რუს ჟურნალისტსა და ტელეწამყვანს ვლადიმერ პოზნერს, ასევე მასთან ერთად საქართველოში ჩამოსულ პირებს, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან საშვები ჰქონდათ მიღებული და რესტორნის გახსნაც მაღალ დონეზეიყო შეთანხმებული.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მთელს ამ დელეგაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საშვები ჰქონდა მინიჭებული. მათი შემოშვების გადაწყვეტილება მიღებული იქნა უმაღლეს დონეზე და ინფორმირებული იყო შინაგან საქმეთა მინისტრიც. მათ ჰქონდათ საშვები, რამაც გამოიწვია საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება.

მაშინ, როცა კეთილსინდისიერი მოქალაქეები ჩარაზულნი არიან სახლში, ეს ხალხი რესტორანში პოლიციის ესკორტმა მიაცილა, რაც, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნებოდა საშვების წინასწარ გაცემის და მაღალ დონეზე შეთანხმების გარეშე, ისევე, როგორც რესტორნის გახსნა“, – თქვა კანდელაკმა დღევანდელ ბრიფინგზე.

მისი შეფასებით, პოლიტიკურად, პოზნერის საქართველოში შემოშვება არაფრით გასხვავდება გავრილოვის შემოშვებისგან. როგორც კანდელაკი ამბობს, პოზნერი რუსული პროპაგანდისტული მანქანის სერიოზული ფიგურაა და პროპაგანდისტად რჩება.

„გავრილოვისგან განსხვავებით, პოზნერი, შეიძლება, უშუალოდ საბრძოლო მოქმდებებში არ იღებდა მონაწილეობას, მაგრამ იგი დასავლური პროპაგანდის ფრონტზე იყო მნიშვნელოვანი მაკოორდინირებელი ფიგურა, რამაც ძალიან დააზიანა საქართველო 2008 წელს.

ბატონი პოზნერი ვეტერანი ვარსკვლავია ჯერ კიდევ საბჭოთა და შემდეგ უკვე რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდის მანქანის. ის ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირის ინგლისურენოვან მაუწყებლობას საზღვარგარეთ, რაც დაკავშირებული იყო საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტთან. იგი სხვადასხვა ისტორიულ მომენტებში იცავდა საბჭოთა კავშირის და შემდეგ უკვე რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას სხვადასხვა ქვეყნების მიმართ, იქნებოდა ეს ჩეხოსლოვაკია, ავღანეთი, ბალტიისპირეთი და რა თქმა უნდა, საქართველო“, – განაცხადა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა და აღნიშნა, რომ რუსულ დელეგაციაში რუსეთის ხელისუფლებასთან და ბიზნესმენ რომან აბრმოვიჩთან დაახლოებული ორი პირიც იყო.

ვლადიმერ პოზნერმა, რომელიც საქართველოში 87-ე დაბადების დღის აღანიშნად მეგობრებთან ერთად გუშინ ჩამოვიდა, სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკოსების პროტესტის შემდეგ, ქვეყანა გამთენიისას დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ 32 პირი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო 2000 ლარით დაჯარიმდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, კიდევ 9 პირს იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია. გარდა ამისა, 10 000 ლარით დაჯარიმდა სასტუმრო „ვინოტელი“, რომლის რესტორანი ე.წ. კომენდანტის საათის მიუხედავად გახსნეს და პოზნერსა და მის მეგობრებს უმასპინძლეს.

ამ საკითხზე განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტმა ირაკლი ღარიბაშვილმაც და თქვა, რომ პოზნერი აშშ-ის მოქლაქის პასპორტით ხშირად შემოდიოდა საქართველოში.

 

ამ თემაზე:

პოზნერის მიმართ პროტესტით ყველაზე დესტრუქციულმა „ნაცმოძრაობამ“ ისარგებლა – ღარიბაშვილი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]