როგორც მან პრეზიდენტის მიერ არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ განაცხადა, მმართველი გუნდი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს.
„ჩვენ საარჩევნო კამპანისთვის მომზადებული ვართ და თარიღიც მისაღებია. უკვე დღეიდან, მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გამოცხადდა თარიღი, მთელი რიგი რეგულაციები და საკანონმდებლო შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც ადმინისტრაციული რესურსის, სარეკლამო და საეთერო დროის გამოყენებას უკავშირდება. ეს შეზღუდვები არსებობს, როგორც ჩვენთვის, ასევე მედიისთვის. ჩვენ ყველა ამ წესის დაცვით ჩავატარებთ საარჩევნო კამპანიას და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ამ გამარჯვებაში დარწმუნებული და თავდაჯერებული ვართ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ რეგიონებს სხვადასხვა ტიპის დამახასიათებელი გამოწვევები ახასიათებთ. შესაბამისად, საარჩევნო კამპანია ადგილობრივ მოთხოვნებზე იქნება მორგებული.