weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

„ქართული ოცნება“ რეგიონებში შეხვედრების გამართვას იწყებს

20:58 პარასკევი, 02 აპრილი 2021

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ შემდეგი კვირიდან პარტიის ხელმძღვანელები რეგიონებში გავლენ და შეხვედრებს გამართავენ.

მდინარაძის თქმით, ეს შესაძლოა საარჩევნო კამპანიის დაწყებასაც ნიშნავდეს.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ მიმდინარე საკითხებზეც, რეგიონებზეც და რეგიონების ჭრილში გადავწყვიტეთ, რომ შემდეგი კვირიდან მმართველი პარტიის ხელმძღვანელები გავალთ რეგიონებში, მათ შორის, შეიძლება ერთგვარად დავარქვათ საარჩევნო კამპანიის დაწყებაც თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მაგრამ სხვა საკითხებიც იქნება ასევე პრიორიტეტული – რეგიონალური გამოწვევები. თითქმის ყველა რეგიონში გვექნება შეხვედრები მომდევნო ორი თვის განმავლობაში, მათ შორის, პირველ რიგში, პარტიულ აქტივთან და სხვა საკითხებითაც დავინტერესდებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზე გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]