weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ორივე მხარემ უნდა დათმოს საქართველოსთვის, ეს ვერ გაიგეს ამ ადამიანებმა – კრამონი

21:50 პარასკევი, 02 აპრილი 2021

ევროპარლამენტის წევრის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, ევროპელი მედიატორის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე „ქართული ოცნების“ მხრიდან ხელის მოწერა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

როგორც ევროპარლამენტარმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, დათმობაზე ორივე მხარე უნდა წავიდეს.

„ვერ ვხედავ, ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ“ რატომ არ მოაწერა ხელი ამ შეთანხმებას. მათი არგუმენტი არის, იმიტომ, რომ ოპოზიციამ არ მოაწერა, ეს არ არის ჩემთვის არგუმენტი. მათი ხელმოწერა იყო მნიშვნელოვანი. მათ შეეძლოთ გამოეხატათ კეთილი ნება და მოეწერათ ხელი. ეს იქნებოდა უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი, ბევრი ცვლილება, ბევრი კომპრომისი ავტომატურად შევიდოდა ძალაში.

რივე მხარემ უნდა დათმოს, არა ჩემთვის, არა პირადი კარიერისთვის, არამედ ქვეყნისთვის, სამშობლოსთვის, საქართველოსთვის, მოქალაქეებისთვის უკეთესი ეკონომიკური განვითარებისთვის, ეს ვერ გაიგეს ამ ადამიანებმა. ნაცვლად მათი ეგოს უკანა პლანზე გადაწევისა, მათ პოლიტიკური მომენტები უნდა წამოწიონ წინა პლანზე“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი დაინტერესებულია საქართველოს წინსვლით.

„ევროკავშირს არ აქვს ინტერესი, დატოვოს კავკასია. პირიქით, ჩვენ გვინდა უფრო ძლიერად ვიყოთ ადგილზე წარმოდგენილი, მაგრამ შესაბამისი პარტნიორები გვჭირდება. საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ 2024 წელს წარადგენს განაცხადს ევროკავშირს წევრობაზე, მაგრამ მეორე ხელთ არ არის მზად ოპოზიციასთან კომპრომისულ შეთანხმებას მოაწეროს ხელი. ეს არის აბსურდი. ვფიქრობ, ვერ გაიგო საქართველოს ხელისუფლებამ - ჩვენ არ გვინდა აქედან წასვლა, საქართველოს მთავრობა ცილდება ამ ყველაფერს. ჩვენ გვინდა საქართველო კიდევ უფრო დავუახლოვოთ ევროკავშირს, ეს არის ჩვენი მიზანი, მაგრამ პირველ რიგში გვჭირდება შეთანხმება“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

კრამონმა აღნიშნა, რომ ბოიკოტი გამოსავალი არ არის და ქუჩიდან ხელისუფლების შეცვლა მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]